ქაბულში სამშობიაროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა(ფოტოკოლაჟი)

ქაბულში 12 მაისს სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 16 დაშავებულია. გარდაცვლილთა შორის არიან სამედიცინო პერსონალი, ქალები და ახალშობილები.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

გუშინ ავღანეთში ორი ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

ქაბულში, საავადმყოფოში შეჭრის გარდა, ტერაქტი ნანგარჰარის პროვინციაში, პოლიციის უფროსის დაკრძალვაზე მოხდა, რასაც 24 ადამიანი ემსხვერპლა, 68 კი დაშავდა.

მომხდარს გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში გამოეხმაურა, რომელმაც საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. მან გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ასევე, ავღანელ ხალხს მიუსამძიმრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომოეოს განცხადებით კი, “უდანაშაულო ადამიანებზე ნებისმიერი ფორმით თავდასხმა უპატიებელია, მაგრამ ახალშობილებსა და მათ დედებზე თავდასხმა – გაუგონარი ბოროტებაა”.

 

მისი თქმით, “თალიბებმა” და ავღანეთის მთავრობამ დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად უნდა ითანამშრომლონ. იქამდე, ვიდრე პოლიტიკური დარეგულირების გზაზე პროგრესი არ იქნება მიღწეული, ავღანეთი ტერორიზმისთვის მგრძნობიარე ადგილი დარჩება”.

მომხდართან კავშირს რადიკალურ დაჯგუფება “თალიბანში” კატეგორიულად უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები