ერევანში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

ერევანში, სომხეთის ცენტრალურ ბანკთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის შეტაკება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფი ცენტრალურ ბანკთან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს აპროტესტებდა, ასევე ისინი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა პოლიციის მანქანაში ერთ-ერთი აქტივისტის ჩასმა სცადეს.

მოხდა შეხლა-შემოხლა, დაკავებულია ათამდე პირი, რომლებიც პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

ამჟამად, აქციის მონაწილეები პოლიციის განყოფილებისკენ მიემართებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები