Ryanair-ი პირველი ივლისიდან ავიარეისების 40%-ის აღდგენას გეგმავს
ავიაკომპანია Ryanair-ი 1-ელი ივლისიდან რეისების 40%-ის აღდგენას გეგმავს, თუმცა მგზავრებისთვის რიგი ახალი წესები დაინერგება.
კომპანია დღეში ათასი რეისის შესრულებას გეგმავს.
როგორც Ryanair-ის პრესსამსახურში განაცხადეს, მგზავრებისთვის ნიღბის ტარება იქნება სავალდებულ. საპირფარეშოსთან რიგის არიდების მიზნით, მგზავრმა წინასწარ ბორტგამცილებელს უნდა მიმართოს.
მგზავრებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იმოგზაურებენ, სპეციალური ფორმის შევსება მოუწევთ, სადაც ვიზიტის ხანგრძლივობა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჩაიწერება. აღნიშნულ ინფორმაციიას კომპანია ევროკავშირის წვერი ქვეყნების მთავრობებს საკარანტინო ღონისძიებების მონიტორინგის მიზნით გადასცემს.
დღესდღეობით Ryanair-ი დღეში მხოლოდ 30 რეისს ასრულებს და ამ რეჟიმში ის ივნისის ბოლომდე იმუშავებს.