ავღანეთში პოლიციის უფროსის დაკრძალვაზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

ავღანეთის აღმოსავლეთით, ნანგარჰარის პროვინციაში პოლიციის სამმართველოს უფროსის, ჰაჯი შეიხ იკრამის დაკრძალვაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი დაშავდა.

ჰაჯი შეიხ იკრამი კი გუშინ გულის შეტევით გარდაიცვალა.

​პროვინციის გუბერნატორმა მომხდარი დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები