სომხეთში COVID-19-ით 3538 ადამიანია ინფიცირებული
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 3538 ინფიცირებულია, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
გარდაცვლილთა სტატისტიკა ერთით გაიზარდა და 47 ლეტალური შემთხვევას წარმოადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს – ჯამურად, მათი რიცხვი 1430-ია.
ამჟამად, 2042 პაციენტი მკურნალობს, სულ 33 313 ტესტია გაკეთებული.