ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ტესტი 17 პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი ერთს დაუდასტურდა.
დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ინფიცირებულს გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 6 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორს პნევმონია აღენიშნება, თუმცა ისინი სუნთქვის უკმარისობას არ განიცდიან. დანარჩენი 4 ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა აპრილში გამოვლინდა, მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.