კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მუნიციპალიტეტები და მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დღეს მხარის რწმუნებულმა მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზადაა, პრევენციისთვის მთავრობას ღვარცოფულ მდინარეებზე დამატებითი სამუშაოების მოთხოვნით მიმართოს, რადგან მომავალში სტიქიისგან გამოწვეული ზარალი მინიმუმადე დავიდეს.
„უნდა აღინიშნოს, რომ შარშან ძალიან ბევრი აღდგენილითი სამუშაო ჩატარდა სტიქიის პრევენციის კუთხით, როგორიც იყო წინა წლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართვავთ მთავრობას, რომ, სტიქიის პრევენციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სადაც ღვარცოფული მდინარეები გვაქვს, სადაც ძალისხმევა უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე ეს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს შეესაბამება, იქ მოხდეს დამატებიტი სამუშაოების გაწევა. ძალიან მნიშვნელოვანია, ლაგოდეხის მუნციპალიტეტში როგორც ღვარცოფულ მდინარეებზე, ისე არხებზე მოხდეს პრევენციისა და გაწმენდვითი სამუშაოები. აქ შარშანაც 5 დამცავი ზოლი აშენდა, რამაც თავისი დადებითი შედეგი მოგვცა. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მხარის რწმუნებულმა გლეხებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა, რადგან, მისი განმარტებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სავარგულებში ადგილობრივები სახელმწიფოსგან 70% – მდე ანაზღაურებას მიიღებენ.
„თუ სტიქიური მოვლენების გამო ერთწლიანი ნარგავები დაზიანიანდება 70%-ს გინაზღაურებს სახელმწიფო. აქ არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ხალხმა რომელმაც ეს კარგად იცის, ერთხელ და სამუდამოდ მიმართოს აგროდაზღვევის ამ ყველაზე უფრო ეფექტურ პოლიტიკას’’, – განმარტა ქადაგიშვილმა.
მხარის რწუნებული ოპოზიციის ბრალდებებს ნაპირსამაგრ სამუშაოებში თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებითაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ მოსახლეობის დახმარება ნამდვილად სურთ, მხოლოდ „განხცადება განცხადებისთვის” ფორმატით არ უნდა შემოიფარგლონ.
„ეს არის, დაახლოებით, 90-იანი წლების რიტორიკა, რომელსაც რეალობასთან არათუ რაიმე კავშირი არ აქვს, საერთოდ აცდენილია დღევანდელობასთან, ამიტომ მასეთ ოპოზიციონერებს თუ უნდათ პოლიტიკაში რაიმეს მიღწევა, ცოტა რეალობასთან ახლო რიტორიკა მაინც აირჩიონ. ქვაზე დადებული, არაფრის მთქმელი, არანაირი ფაქტით და არგუმენტით გაკეთებული განცხადებები, ეს არის განცხადება-განცხადებისთვის და მეტი არაფერი“, – თქვა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, უხვმა ნალექმა კახეთის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.