ჩინეთში, ძილინის პროვინციაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის ზღვარი გაზარდეს

ჩინეთში, ძილინის პროვინციაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის ზღვარი დაბლიდან საშუალომდე მას შემდეგ გაზარდეს, რაც პროვინციაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

​ამის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის ჰიგიენის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა, ფან მინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად, სამედიცინო შემოწმებას 1808 ადამიანი გადის, მათგან 276 პირი ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი იმყოფებოდა.

ძილინის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ახალი შემთხვევა 7 მაისს დადასტურდა, 9 მაისს კიდევ 11 დაავადებული გამოვლინდა, 10-ში – სამი.

გუშინ კი დამატებით 13 ინფიცირებული გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ 4 აპრილიდან პირველად კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები