ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, – განაცხადა ე.წ. მთავარმა სანიტარმა, ანა გაგლოევამ.
„რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, – განაცხადა გაგლოევამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.
ინფიცირებულთა შორის 15 კურსანტია.
ე.წ.სამხრეთ ოსეთში შემზღუდავი ზომები 31 მაისამდე გახანგრძლივდა.
ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსის პირველი სამი შემთხვევა 6 მაისს დადასტურდა.