ირანში 16 მაისისთვის სკოლების გახსნა იგეგმება
ირანის მთავრობა 16 მაისს სკოლების გახსნას გეგმავს, – განაცხადა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალი რაბიიმ.
მისი თქმით, დაცული იქნება ყველა სამედიცინო რეკომენდაცია, თუმცა სკოლებში მოსწავლეების დასწრება სავალდებულო არ იქნება.
ირანში, 11 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით 107,6 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, 6640 პაციენტი გარდაიცვალა, თითქმის 86 ათასი გამოჯანმრთელდა.