სომხეთში კორონავირუსისგან უკვე 46 ადამიანია გარდაცვლილი
სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, ჯამურად, ქვეყანაში სულ 3392 შემთხვევაა, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
რესპუბლიკაში ვირუსს უკვე 46 ადამიანი ემსხვერპლა.
COVID-19-ის დამარცხება 1359 პირმა შეძლო.
სულ ჩატარებული ტესტების რაოდენობა 32 561 შეადგენს.