ნიუ იორკში ბავშვებში, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებული საშიში ანთებითი სინდრომია გავრცელებული, არის ლეტალური შემთხვევებიც

ნიუ იორკში ბავშვებში ანთებითი სინდრომია გავრცელებული, რომელიც, სავარაუდოდ, კორონავირუსთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სინდრომი 38 ბავშვს გამოუვლინდა, 9 პაციენტის დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ბილ დე ბლაზიოს თქმით, დაავადებულ ბავშვებში ჭარბი იმუნური რეაქცია ვლინდება, რომელიც შიდა ორგანოების დაზიანებას იწვევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომაც გააკეთა.

მისი თქმით, შტატში მსგავსი სინდრომის 85 შემთხვევაა, რომლის შედეგად, სავარაუდოდ, სამი ბავშვი გარდაიცვალა, მათგან ყველაზე უმცროსი 5 წლის იყო.

სინდრომით დაავადებული ბავშვები COVID-19-ზეც შემოწმდნენ, მათგან 47% ახალი ტიპის კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

მსგავსი სინდრომის გამოვლენაზე საუბრობენ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები