ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, „რესი“ ე.წ. სანიტარულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა ადამიანი იზოლირებულია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საერთო ჯამში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 22 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 14 რუსული სასწავლებლის კადეტია, შვიდი სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო მოსამსახურე.