უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-უკრაინის ურთიერთობა ქიმწმენდას საჭიროებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება მიიჩნევს, რომ, “უკრაინაგეითის” შემდეგ, აშშ-უკრაინის ურთიერთობა გაყინული არ არის, თუმცა საჭიროა მათი “გაწმენდა”.
ამის შესახებ დიპლომატმა LB-ს განუცხადა.
“გაყინული არ არის, მაგრამ ამ ურთიერთობას ქიმწმენდაში ჩავაბარებდი და უკან გაწმენდილ, ბრჭყვიალა მდგომარეობაში დავიბრუნებდი. დიპლომატების ამოცანაც სწორედ მაგაშია: ორივე მხრიდან ქიმწმენდის როლში გამოვიდნენ, რომ ლაქები მოშორდეს და ტანსაცმელი იდეალურად დაგაჯდეს და მასში გადასარევად გამოიყურებოდე”, – თქვა კულებამ.
მისი თქმით, ვერ ხედავს ინდიკატორებს, რომელთა მიხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინელ კოლეგასთან საუბარი არ სურს.
ამასთან, მან დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, შედგება თუ არა აშშ-ის ნოემბრის არჩევნებამდე ზელენსკის ვიზიტი თეთრ სახლში.
მისი თქმით, არჩევნებამდე აშშ-ში ვიზიტი ყოველთვის პოლიტიკის ელემენტს ატარებს, რაც საარჩევნო პროცესს ახდენს გავლენას.