ინდოეთში მატარებელმა მძინარე მიგრანტების ჯგუფს გადაუარა

ინდოეთში, მახარაშტრას შტატში სატვირთო მატარებელმა შრომითი მიგრანტების ჯგუფს გადაუარა.

სააგენტო ANI-ს ინფორმაციით, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, ათამდე პირი კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, მემანქანემ ლიანდაგებზე მძინარე შრომითი მიგრანტები დაინახა, თუმცა მატარებლის გაჩერება ვეღარ შეძლო.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები