სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

სომხეთის პარლამენტში, მთავრობის წევრების თანდასწრებით, კანონმდებლებს შორის ჩხუბი მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპოზიცური ფრაქციის “განათლებული სომხეთის” ლიდერის, ედმონ მარუკიანის სიტყვით გამოსვლის დროს, ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატი, სასუნ მიკაელიანი ადგილიდან რეპლიკებს ისროდა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მისი მიკროფონი გამორთული იყო, ტექსტის შინაარსი გაურკვეველია.

მარუკიანმა კოლეგას მოუწოდა, “ბიძას” ნუ მეძახიო. თუმცა, მოგვიანებით მან ტრიბუნა დატოვა, შეწყვიტა გამოსვლა და კოლეგისკენ წავიდა, მიკაელიანმა კი მას ხელი დაარტყა.

ჩხუბში დანარჩენი დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

პარლამენტის სპიკერმა, არარატ მირზოიანმა დეპუტატებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები