ზელენსკიმ სააკაშვილი ქვეყნის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

“გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლაევიჩს საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის რეფორმების ეროვნულ საბჭოს ახალ იმპულს მისცემს და ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია ზელენსკიმ განცხადებაში.

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭო პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული დაგეგმარების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოა, რომელიც მუშაობს ქვეყანაში რეფორმათა ერთიან პოლიტიკისა და მათ რეალიზაციაზე. ორგანო 2014 წელს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ არის დაარსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები