სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა – მთავრობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივებას აპირებს

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 3029 ინფიცირებულია, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.

გარდა ამისა, გასულ 24 საათში გაიზარდა ლეტალური შემთხვევები რიცხვი და სულ 43 გარდაცვლილს შეადგენს.

სულ რესპუბლიკაში COVID-19-ის დამარცხება 1218 პაციენტმა შეძლო.

ამის პარალელურად, ადგილობრივი მედია წერს, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს.

ამჟამად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 მაისამდე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები