ე.წ.სამხრეთ ოსეთში საკარანტინე ზომები 31 მაისამდე გახანგრძლივდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკარანტინე ზომები 31 მაისამდე გახანგრძლივდა, მანამდე შემზღუდავი ზომები 12 მაისამდე მოქმედებდა.
გადაწყვეტილება ე.წ.მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო.
აღნიშნული ზომების ფარგლებში, შეზღუდულია გასართობი ცენტრების, კაფეების, ატრაქციონების, სპორტდარბაზების, აუზების, კვების ობიექტებისა და სხვათა მუშაობა.

ასევე, საქორწინო, სამგლოვიარო ღონისძიებები.
ე.წ.რესპუბლიკაში, 8 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები