ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
ე.წ.სამხრეთ ოსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 15-ს მიაწღია. ამჟამად, კიდევ 37 ტესტის პასუხს ელოდებიან.
ამის შესახებ “იუგოოსეტპოტრებნადზორის” ე.წ.ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 7 მაისს ტესტირება 64 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 4-ის პასუხი იყო დადებითი.
კოჩიევას ინფორმაციითვე, კარანტინზე 244 ადამიანი იმყოფება, მათგან 160 რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, ასევე, 6 მძღოლი და 78 მოქალაქე, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდა.
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა 6 მაისს დადასტურდა.