WHO: აფრიკაში კორონავირუსს შესაძლოა, 190 მილიონი ადამიანი ემსხვერპლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ აფრიკაში კორონავირუსს შესაძლოა, 83-დან 190 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს.

როგორც ორგანიზაციის აფრიკის ქვეყნების რეგიონალური ბიუროს დირექტორმა, მატშიდიო მოეტიმ განაცხადა, დიდი ალბათობით, კორონავირუსი კონტინეტნზე ისეთივე ფართოდ გავრცელებული არ იქნება, როგორც – პლანეტის სხვა რეგიონებში, თუმცა ის რამდენიმე წელს რამდენიმე კერაში შენარჩუნდება.

ორგანიზაციის პროგნოზით, პირველ წელს ვირუსით შეიძლება, 44 მილიონამდე აფრიკელი დაინფიცირდეს. მათი პროგნოზით, კონტინენტის ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა დაავადებულთა დიდ რაოდენობას ვერ გაუმკლავდება.

WHO-ს ექსპერტების თქმით, აფრიკის 47 ქვეყანას მილიონ მოსახლეზე ინტენსიური თერაპიის მხოლოდ 7 საწოლი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები