კალიფორნიის შტატში ტყის მასშტაბური ხანძარია, განადგურებულია უკვე 33 საცხოვრებელი სახლი

კალიფორნიის შტატში, ქალაქ მილტონთან ტყის მასშტაბური ხანძარია.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი 4 მაისს კერძო ტერიტორიაზე დაიწყო, თუმცა, ძლიერი ქარისა და მაღალი ტენიანობის გამო, კონტროლს გასცდა და უკვე დღეისთვის 800 ჰექტარზე მეტი ფართობი აქვს მოცული.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარმა 33 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

გაზეთის Pensacola News Journal-ის ინფორმაციით, ხელისუფლება 1100 ადამიანის ევაკუაციას ახორციელებს, მათთვის საზოგადოებრივი ცენტრია გახსნილი.

2018 წელს კალიფორნიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს 86 ადამიანი ემსხვერპლა, 14 ათასამდე სახლი განადგურდა, 528 კომერციული ნაგებობა და 4 ათასზე მეტი სხვადასხვა შენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები