აშშ-ში კორონავირუსს უკვე 75 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით 1 250 805 ადამიანია ინფიცირებული.

ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემშია ნათქვამი.

ვირუსს 75 447 ადამიანი ემსხვერპლა, 195 036 კი გამოჯანმრთელდა.

აღნიშნული მონაცემით, აშშ ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ევროპის კონტინენტზე კი კორონავირუსისგან გარდაცვალებით იტალიას ბრიტანეთმა გადაასწრო, მესამე ადგილზეა ესპანეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები