წვევამდელებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, აშშ-ის ჯარში არ მიიღებენ

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ პირებს, რომლებსაც ჯარში მსახურება სურთ, მაგრამ კორონავირუსი აქვთ გადატანილი – სამხედრო მსახურებისთვის “უვარგისებად” ჩათვლიან.

ამის შესახებ Military Times-ი წერს.

რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში დოკუმენტის ასლი გამოქვეყნდა, სადაც მითითებული იყო, რომ “ლაბორატორიული ტესტით ან ექიმის დიაგნოზით გამოვლენილი COVID-19 პირის დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდება”.

გამოცემას პენტაგონში წყარომ აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ რეკრუტების მიღების დროს გადამოწმებული იქნება ინფორმაცია პირის შესაძლო ინფიცირებულებთან კონტაქტის შესახებ, ტემპერატურა და სხვა სიმპტომები შემოწმდება.

გამოცემა წერს, რომ მსგავსი ზომა დროებითი ხასიათის იქნება და მიზეზი არის ის, რომ დაავადება ჯერ შესწავლილი არ არის. უცნობია, რამდენხნიან ზიანს აყენებს ის ადამიანის ორგანიზმს, შეიძლება თუ არა ის განმეორდეს, ასევე, გადატანილი დაავადება აძლევს თუ არა პირს იმუნიტეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები