აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ 77 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი დაინფიცირდა, ჯამურად, 2204 დაავადებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ქვეყანაში 28 ლეტალური შემთხვევაა და 1551 გამოჯანმრთელებული.

დაავადებულთაგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-სა კი –  საშუალო სიმძიმის.

სულ 175 910 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები