იაპონია კორონავირუსის სამკურნალოდ “რემდესივერის” გამოყენების ნებართვას გასცემს

იაპონია დღეს კორონავირუსული ინფექციის პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატ “რემდესივერით” მკურნალობის ნებართვას გასცემს.

ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში განაცხადეს.

ამრიგად, იაპონია მეორე ქვეყანა გახდება, რომელიც აღნიშნულ წამალს გამოიყენებს.

გასულ კვირას იაპონიის პრემიერმინისტრმა, სინძო აბემ განაცხადა, რომ მთავრობა დაჩქარებული წესით გეგმავს “მწვანე შუქის მიცემას” პრეპარატისთვის, რომელიც ამერიკული კომპანია Gilead Sciences-ის მიერ არის შექმნილი.

გასულ კვირას “რემდსივერის” გამოყენების ნებართვა ამერიკელმა რეგულატორებმა გასცეს.

პრეპარატი თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ იყო შექმნილი, თუმცა, კორონავირუსუილი ინფექციის მქონე პაციენტების მიერ მისი მიღების შემდეგ, გამოჯანმრთელების ტემპი სამჯერ შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები