მოსკოვის მერი: ქალაქში 300 ათასამდე ინფიცირებულია

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, მოსკოვში იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ეს ამ დრომდეა გამოვლენილი.

ამის შესახებ სობიანიანმა “როსია 24”-ს განუცხადა.

“ცხადია, რომ ქალაქში ავადმყოფების რეალური რიცხვი  იმაზე მაღალია, ვიდრე – გამოვლენილია. დაახლოებით, 300 ათასამდეა. ჩვენი ამოცანაა – ეს ადამიანები მაქსიმალურად გამოვავლინოთ”, – აღნიშნა მოსკოვის მერმა.

სობიანინის თქმით, საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება სავალდებულოა.

7 მაისის მდგომარეობით, რუსეთში კორონავირუსით 177 160 ადამიანია ინფიცირებული, 1625 ლეტალური შემთხვევაა, 23 803 პაციენტია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები