რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები უკანონოდ გამოაცხადა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები უკანონოდ გამოაცხადა.

საქმე ეხება 300 ათასზე მეტ ჯარიმას, რომელიც პოლიციამ დამრღვევ მოქალაქეებს გამოუწერა. ჯარიმების საერთო მოცულობა 120 მილიონ ევროს აღწევს.

ამასთან, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა პრეზიდენტის განკარგულება საგანგებო მდგომარების გამოცხადების შესახებ.

რუმინეთის პრემიერმინისტრის, ლუდოვიკ ორბანის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია.

მისივე თქმით, ამიერიდან, პოლიცია კარანტინის რეჟიმის დამრღვევების დაჯარიმებას, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს.

“აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლო მოუწოდებს მოქალაქეებს, კანონი არ შეასრულონ, ეს ანარქიისკენ წაქეზებაა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები