WHO: თუ ქვეყნები შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, კარანტინის რეჟიმის ხელახალი დაბრუნების რისკი არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს გებრეისუს თქმით, თუ ქვეყნები შეზღუდვების გაუქმების დროს ფრთხილად არ იმოქმედებენ, კარანტინის ხელახალი დაწესების რისკი იარსებებს.

ამის შესახებ განცხადება ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ჩამოთვალა ის ზომები, რომლებიც ქვეყნებმა კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებამდე უნდა მიიღონ, მათ შორის ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების კონტროლის სისტემის დანერგვა და ჯანდაცვის სისტემის მომზადება.

გებრეისუსმა ასევე თქვა, რომ ბიზნესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნებას მაშინაც ვერ შეძლებს, როცა “პანდემია ბოლოსდაბოლოს შესუსტება”. მან ასევე ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა მეტი ინვესტიცია განახორციელონ სამედიცინო სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები