რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა 11 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა რამდენიმე დღის მაჩვენებელს აღემატება.

ჯამურად, ქვეყანაში ვირუსი 177 160 ადამიანს აქვს დადასტურებული. ამ მაჩვენებლით, რუსეთმა გერმანიასა და საფრანგეთს გადაასწრო.

ბოლო ერთ დღეში ვირუსს 88 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 1625 ლეტალური შემთხვევაა; კლინიკებიდან სულ 23 803 პაციენტია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები