სომხეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სომხეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 2 884 ინფიცირებულია, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
გასულ დღე-ღამეში კიდევ ორი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამურად, უკვე 42 გარდაცვლილია.
COVID-19-სგან, ჯამურად, 1185 ადამიანი განიკურნა.