დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შეზღუდვის რეზოლუციას ვეტო დაადო

დონალდ ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას ზღუდავს.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ტრამპის თქმით, ეს იყო შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, რომელიც დემოკრატებმა წარადგინეს იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებისკენაა მიმართული და რომლის მიზანიც რესპუბლიკურ პარტიაში უთანხმოების შეტანაა. მისივე შეფასებით, “რესპუბლიკელების” მცირე ნაწილმა, რომელმაც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, უბრალოდ, “დემოკრატების” წისქვილზე დაასხა წყალი.

მარტში “დემოკრატიული” და “რესპუბლიკური” პარტიის წევრებმა შესაბამისი შინაარსის რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. კანონმდებლებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული რეზოლუციის შემოღებას მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 3 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადის აეროპორტთან ჰასან სულეიმანის ლიკვიდაცია მოახდინეს.

კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ არსებობს იმის რისკი, თეთრი სახლი ირანთან ომში ჩაებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები