ბერლინში ტელეკომპანია ARD-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ბერლინში ტელეკომპანია ARD-ს გადამღებ ჯგუფს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო არასანქცირებული მიტინგის მონაწილეები თავს დაესხნენ.

აქცია რაიხსტაგთან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები მკაცრი შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ.

გავრცელებული მონაცემებით, უცნობი მამაკაცი ხმის რეჟისორს დაესხა თავს და ხმის ოპერატორზე თავდასხმა სცადა. პოლიციის ინფორმაციით, ამის შემდეგ 46 წლის მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.

აღინიშნება, რომ აქციაში 400 ადამიანი მონაწილეობდა, წესრიგს კი 260 პოლიციელი იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები