“საქართველოს მთავრობას სრულად აქვს გააზრებული ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ნაკისრი ვალდებულება”
„გლობალური ბრიტანეთი იმედს აძლევს რუსეთის ჩრდილში მყოფ ქვეყნებს“, – ამ სათაურით The Telegraph-ი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას წერილს აქვეყნებს.
„საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს თანამედროვე მსოფლიოს შესახებ საერთო პრინციპები და ფასეულობები აერთიანებს. მათ ესმით ძლიერი ჩარდილო-ატლანტიკური ალიანსისა და მჭიდრო ტრანს-ატლანტიკური კავშირების მნიშვნელობა, რაც დემოკრატიის, ინდივიდების თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ურყევ დაცვას გულისხმობს, თუ მათ ოდესმე რაიმე დაემუქრება“, – წერს სოფიო ქაცარავა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სრულად აქვს გააზრებული ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ნაკისრი ვალდებულება.
“საქართველოს ხელშესახები და თვალსაჩინოა. ჩვენ მოვახერხეთ, გაერთიანებული სამეფოდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა მეგობარი სახელმწიფოებდან საუკეთესო პრაქტიკის ჩვენეული ვერსიების დაგვენერგა. ბრიტანეთის უნიკალური ნაზავია ძლიერი და ანგარიშვალდებული საპარლამენტო დემოკრატია, რაც, ასევე, გულისხმობს სამართლიან საგადასახადო სისტემასა და თავისუფალ ვაჭრობას. ეს გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს გარდაქმნაზე პასუხისმგებელი ბევრი პოლიტიკური ლიდერისთვის იქცა შთაგონების წყაროდ”, – ამბობს ელჩი.