სოფიო ქაცარავა: მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანმო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას

„მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას. საქართველოს მთავრობა გამეტებით მუშაობს ვირუსის დასაძლევად”, – ამის შესახებ The Telegraph-ში გამოქვეყნებულ წერილში გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა წერს.

როგორც ელჩი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოსთვის შემდეგი გამოწვევა შეზღუდვების მოხსნის გზებისა და დროის სწორი შერჩევა იქნება, ეკონომიკის შეძლებისდაგვარად სწრაფი, თუმცა უსაფრთხო ამუშავება.

„ახლა, როდესაც ლონდონში ვარ, თვალს გამუდმებით ვადევნებ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ფლორენს ნაითინგეილის სახელობის ცხელების ახალი ცენტრების მშენებლობისკენ მიმართულ ძალისხმევასა და ბრიტანელი მედპერსონალის მიმართ საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობაც თავგამეტებით მუშაობს ვირუსის დასაძლევად: ჩინეთიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან ფრენები ადრეულ ეტაპზე შეიზღუდა, ქართული საზოგადოება გაგებით მოეკიდა სახლში დარჩენის წესებს, გავრცელებაც შეკავებული იქნა და მრუდიც პლატოდ იქცა. დღემდე ახალი კორონავირუსით მხოლოდ ცხრა ადამიანი დაგვეღუპა საქართველოში. ბევრის სიცოცხლე შევინარჩუნეთ მთავრობის სწრაფი მოქმედების წყალობით. მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას“, – წერს სოფიო ქაცარავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები