პუტინის საქმიანობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუშაობის რეიტინგი აპრილში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

შესაბამისი სატელეფონო გამოკითხვა “ლევადა-ცენტრმა” ჩაატარა.

კვლევის თანახმად, პუტინის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 59%, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უკანასკნელი, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 61% – 2013 წლის შემოდგომას დაფიქსირდა.

მარტში რუსეთის პირველი პირის საქმიანობას რესპონდენტების 63% უჭერდა მხარს.

“ლევადა-ცენტრმა” გამოკითხვა 24-27 აპრილის პერიოდში ჩაატარა, მასში 1608 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევის შედეგებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლი “ლევადა-ცენტრის” გამოკითხვებს არ ენდობა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები