ინდოეთში, ქიმიურ ქარხანაში შხამიანი სითხის გაჟონვა მოხდა, არიან დაღუპულები, ათასობით დაშავებულია

ინდოეთში, ქალაქ ვიშაკხაპატნამში საწარმო LG Polymer-ში გვიან ღამით სტიროლის გაჟონვა მოხდა, რომლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან 8 წლის გოგონა და ორი ხანდაზმული მამაკაცი.

სტიროლი შხამიანი უფერო, არააალებადი და არასტაბილური ფორმალდეჰიდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო მოხმარების ფისოვან წარმოებაში, რომელიც შედის ხის, ქაღალდის, პლასტმასისა და ტექსტილის პროდუქტების შემადგენლობაში. მისი შესუნთქვა იწყვევს თავის ძლიერ ტკივილს, ხანგრძლივი ზემოქმედების დროს კი – ღვიძლისა და ნერვული სისტემის დაავადებებს.

Times of India-ს ინფორმაციით, საავადმყოფოებში 5 ათასამდე დაშავებულია გადაყვანილი.

აღინიშნება, რომ ინციდენტმა ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, რომლებიც საწარმოდან 3 კმ რადიუსში ცხოვრობენ.

მედია აღნიშნავს, რომ ბევრმა ადამიანმა გონება დაკარგა, ნაწილი სუნთქვასთან დაკავშირებულ სირთულეს განიცდიდა.

ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლების დატოვებისა და უსაფრთხო ადგილებში გასვლისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები