რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მინისტრის პრესსპიკერმა, ანა უსაჩევამ მედიას განუცხადა, მინისტრი სახლში იმყოფება და შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ონლაინრეჟიმში მართავს.

“ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. ტესტის პასუხი დადებითია. მინისტრი სახლშია, სამუშაო თათბირებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მართავს. ავადმყოფობა მიმდინარეობს მსუბუქ ფორმაში, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია არ განიხილება”, – აღნიშნა პრესსპიკერმა.

რუსეთში კორონავირუსით 165 929 ადამიანია ინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები