ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამივე შემთხვევა დღეს დადასტურდა.

ერთ-ერთი ინფიცირებული – სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტი ცხინვალში რუსეთიდან 30 აპრილს ჩავიდა და კარანტინში იმყოფებოდა, დანარჩენი ორი – დედა და მისი 6 წლის შვილი ოკუპირებულ ცხინვალში 5 მაისს ჩავიდნენ.

დღეს, დილით ოპერატიული შტაბის სხდომაზე ერთი ინფიცირებულის შესახებ გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები