ირანი ეროვნულ ვალუტას სახელწოდებას უცვლის – რიალი თუმანი გახდება

ირანის ხელისუფლება ეროვნულ ვალუტას სახელწოდებას შეუცვლის და დენომინაციას ჩაატარებს.

გადაწყვეტილება ისტორიულ კონტექსტსა და იმ სირთულეებს უკავშირდება, რომლებსაც ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციები აწყდებოდნენ.
კერძოდ, 1932 წლამდე სპარსული თუმანი ირანის ეროვნული ვალუტა იყო და სახელწოდება მოქალაქეების ცხოვრებაში იყო დამკვიდრებული.
სიტუაციებიდან გამომდინარე, ირანელები თუმანს თანამედროვე რიალის სხვადასხვა ნომინალს უწოდებდნენ, რაც ბანკებში დაბნეულობას იწვევდა. ხელისუფლების გადაწყევტილება ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, მოხდება დენომინაცია – 1 თუმანი – 10 ათას რიალს გაუტოლდება, რაც ანგარიშს გაამარტივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები