თელავის საბავშვო ბაღებში სასურსათე კალათების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში სასურსათე კალათების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 3 146 აღსაზრდელს გადაეცემა.
“სასურსათე კალათს, რომელშიც პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული, საბავშვო ბაღების 3 146 აღსაზრდელი მიიღებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.