ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ე.წ. შტაბის სხდომაზე მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, მამაკაცი ე.წ. რესპუბლიკაში 30 აპრილს რუსეთიდან შევიდა.
მისი ინფორმაციით, მამაკაცი ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ასევე, იქნება მიღებული ყველა ზომა, რომ მოხდეს ყველა იმ პირის იზოლირება, ვისთანაც იმყოფებოდა მამაკაცი კონტაქტში.