რუსეთში მეოთხე დღეა, კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 10 559 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 165 929 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ახალი შემთხვევები უმრავლესობა ფიქსირდება მოსკოვში – 5858; მოსკოვის ოლქში – 829; სანქტ-პეტერბურგში 312; ნიჟეგოროდის ოლქში – 272; დაღესტანში – 181; მურმანსკის ოლქში – 136.

ბოლო 24 საათში ვირუსს 86 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 1537 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება დღე-ღამეში 1462 პირმა შეძლო, კლინიკებიდან სულ 21 327 პაციენტია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები