სომხეთში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება – ერთ დღეში 163 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის სწრაფი გავრცელება ფიქსირდება.

გასულ დღე-ღამეში რესპუბლიკაში 163 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად კი, 2782 ინფიცირებულია, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.

6 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში 40 ლეტალური შემთხვევაა, ბოლო 24 საათში ვირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას, COVID-19-ის დამარცხება 1135 პირმა შეძლო.

სომხეთში 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა 4 მაისიდან საკარანტინო ზომების შესუსტება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები