სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის გაუჩინარება ოპერაციას არ უკავშირდებოდა

სამხრეთ კორეაში მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამი კვირით გულზე გადატანილი ოპერაციის გამო არ გაუჩინარებულა, არამედ – ფხენიანში კორონავირუსის მზარდი გავრცელების საფრთხის გამო.

ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის მონაცემზე დაყრდნობით იტყობინება.

ყველა ცნობა კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ “იყო უსაფუძვლო”.

ამასთან, დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ ფხენიანის ლიდერი წელს ხალხში მხოლოდ 17-ჯერ გამოჩნდა მაშინ, როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში ის 50-ჯერ ნახეს.

კიმ ჩენ ინის გაუჩინარება მას შემდეგ გახდა შესამჩნევი, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ხალხში 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. კიმი არც ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დასწრებია.

მაშინ მედიაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ერთის თანახმად, გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ კიმი სარეაბილიტაციო კურსს გადის, მეორეს მიხედვით კი ის გარდაცვლილია.

თუმცა, 2 მაისს კიმ ჩენ ინი ხალხში გამოჩნდა და საზეიმო ვითარებაში ახალი საწარმო გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები