საფრანგეთის სენატმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 2 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატა) გვიან ღამით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 ივლისამდე გახანგრძლივების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

დღეს დოკუმენტს ეროვნული საკრებულო კომიტეტში განიხილავს, უკვე ხვალ პირველი მოსმენით მისი დამტკიცება მოხდება.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ილივიე ვერანმა განმარტა, კანონპროექტის შვიდი მუხლი მიმართულია ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობის დროს “სამართლებრივი ჩარჩოების კონსოლიდირებისკენ” და მასში “კარანტინის ეტაპობრივი პროცესის ინტეგრირებაა გათვალისწინებული”, რომელიც 11 მაისიდან დაიწყება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სენატმა საგანგებო რეჟიმის 10 ივლისამდე გახანგრძლივებას დაუჭრა მხარი მაშინ, როდესაც მთავრობის ტექსტში 24 ივლისი იყო მითითებული.

სენატმა მხარი დაუჭირა “საინფორმაციო სისტემის” შექმნას იმ პირებისა და მათი კონტაქტების გამოსავლენად, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებული.

საფრანგეთში 11 მაისიდან საკარანტინო ზომების შესუსტება დაიწყება, ამ დღიდან ადამიანების სახლების დატოვება 100 კმ რადიუსით შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები