არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ცათამჯენი იწვის(ვიდეო)

არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში მდებარე 49-სართულიან ცათამბჯენზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც ქალაქის სამოქალაქო თავდაცვის გენერალურ სამმართველოში განაცხადეს, შენობის ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია.

ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო მანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მეხანძრეებმა ცეცხლი ალის კონტროლზე აყვანა შეძლეს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცათამბჯენიდან ნამსხვრევები ქუჩაში ცვივა.

ხანძრის გაჩენის მიზეზებსა და მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ცათამბჯენის ახლომდებარე ხუთი შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები