აზერბაიჯანში ერთ დღეში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში ერთ დღეში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 2060 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ამასთან, გასულ 24 საათში კლინიკებიდან 28 პაციენტი გაიწერა, სულ 1508 გამოჯანმრთელებულია.
ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების სტატისტიკა არ შეცვლილა და ისევ 26 გარდაცვლილს შეადგენს.