უკრაინაში კორონავირუსს სკოლის პროგრამაში დაამატებენ

უკრაინაში სკოლის მე-6-მე-10 კლასის მოსწავლეები კორონავირუსს ბიოლოგიის გაკვეთილებზე ისწავლიან.

ამის შესახებ ქვეყნის განათლების სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შემუშავდა შესაბამისი დისტანციური გაკვეთილები.

მოსწავლეებს ინფექციის გადაცემის გზებზე უამბობენ, მისცემენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პანდემიის დროს და დაიცვან თავი.

სკოლის პროგრამისთვის მომზადებული მასალებიდან მოსწავლეები ვირუსის შესახებ მეტ ცოდნას მიიღებენ, გაიგებენ სოციალური დისტანცირების მნიშვნელობისა და პირადი ჰიგიენის წესების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები