კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 270 ნიმუშიდან 206-ის პასუხი უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 270 ნიმუშიდან 206-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ამის შესახებ მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელმა, ნელი ხიზანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ხიზანიშვილმა განმარტა, ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, უსიმპტომოა და თავს კარგად გრძნობს.

“ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს,  დაინფიცირების წყარო ისევ უცნობია”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა კი განაცხადა, რომ ტესტირების პროცესი გრძელდება და ყველა საეჭვო კონტაქტის კვლევა უფრო სიღრმისეულად მოხდება.

“ყველა საეჭვო კონტაქტის კვლევა ყვარლის ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება. ვინაიდან ქალი არის უსიმპტომო და მისი მდგომარეობა კარგია, ხდება დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება “, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, კახეთში კოვიდ-19-ის მხოლოდ 1 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები